logo_geo
დათო მაღრაძის პოემის „ჯაკომო პონტი“ თარგმანების პრეზენტაცია გაიმართება
- +

3 ივნისი. 2019. 18:19

 

 

თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სსიპ ჩერქეზული კულტურის ცენტრის ინიციატივით, ჩატარდება დათო მაღრაძის პოემის  „ჯაკომო პონტი“ თარგმანების პრეზენტაცია.

 

პოემა ახლახან ითარგმნა და გამოიცა აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე.

 

„ჯაკომო პონტი“ დღემდე თარგმნილი იყო მრავალ ენაზე; გერმანულ, ინგლისურ, თურქულ, რუსულ და სხვა ენებზე. ახლა კი მას შეემატა კავკასიაში მცხოვრებთა ენებზე თარგმანები.

 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ წიგნი აფხაზურ და ოსურ ენებზე თარგმნეს სოხუმელმა, ცხინვალელმა და თბილისელმა (ირმა ოსია-კინწურაშვილმა, ნაირა ბეპიევამ) კოლეგებმა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს არსებით რეალობას - შემოქმედებითი, კულტურულ-საგანმანათლებლო ტრადიციები ამ ხალხებს შორის კვლავაც წარმატებით გრძელდება. წიგნი გამოიცა იორდანიაში.

 

 

big_banner
არქივი