logo_geo
რუსთავში 34 წლის მამაკაცი მენინგიტით გარდაიცვალა
- +

3 ივნისი. 2019. 19:32

 

 

რუსთავში მენინგიტით 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი დაცვის სამსახურში "ჯეო სექიურიტში" მუშაობდა და "კლინიკა რუსთავის" დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

 

სწორედ აღნიშნულ კლინიკაში გადიოდა მამაკაცი თავდპირველად მკურნალობას, მოგვიანებით კი თბილისში, ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

მენინგოკოკური ინფექცია სწრაფად გადაიზარდა სეპტიკურ შოკში ჰიპოტენზიით, რაც აციდოზითა და დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედებით გამოიხატა.

 

სამწუხაროდ მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

 

big_banner
არქივი