logo_geo
აზერბაიჯანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
- +

4 ივნისი. 2019. 18:28

 

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ბაქოში გამართული საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, აზერბაიჯანის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გალა-კონცერტი გაიმართა.

 

სცენაზე წარსდგნენ ანსამბლები აჭარის ა/რ-დან: ქ. ბათუმის მერიასთან არსებული ენვერ ხაბაძის სახ. სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი და სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“.

 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ. მან კიდევ ერთხელ მიულოცა ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს ეროვნული დღესასწაული და ისაუბრა ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებზე.

 

ქართველი მოცეკვავეებისა და ვოკალისტების გამოსვლამდე, მაყურებელთა წინაშე წარსდგა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი მომღერალი მანანა ჯაფარიძე.

 

გალა-კონცერტს ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები, ქართული დიასპორის წევრები, ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები.

 

აზერბაიჯანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მოიცავდა ოფიციალურ მიღებას, ქართული ღვინის ფესტივალს,  ქვეყნის ტურიზმის სფეროს პოპულარიზაციას, ეროვნული სამზარეულოს დეგუსტაციასა და ფართო კულტურულ პროგრამას.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი