logo_geo
აჩი მეფარიძე: ატეხეს ერთი ამბავი, რუსული კომპანიააო და გადაწყვიტეს, ჩირქი მოეცხოთ
- +

5 ივნისი. 2019. 18:11

 

 

„წლები ვიყავით ასე, კობალაძის ხელის შემყურე, ზოგი აფიქსირებდა თავის პოზიციას და პრეტენზიას, ზოგიც - არა. ბაზარზე ალტერნატიული კომპანიის გამოჩენა ძალიან კარგია. მე წინააღმდეგი ვარ ყველანაირი მონოპოლიზაციის, კონკურენცია რაც უფრო მეტია, საქმე უკეთესად კეთდება“, - განაცხადა აჩი მეფარიძემ „ქართულ აზრთან“  ინტერვიუში.

 

„მოხდა ისე, რომ როგორც სჩვევიათ, ატეხეს ერთი ამბავი, რუსული კომპანიააო და გადაწყვიტეს, ჩირქი მოეცხოთ. „РАО“ არის კომპანია, რომელიც ქართველი ავტორების და შემსრულებლების გაჟღერებულ სიმღერებს ითვლის რუსულ ბაზარზე და შემდეგ ურიცხავს ქართულ კომპანიას, რათა ავტორებს გაუნაწილდეს ეს თანხა. რახან რუსეთი ოკუპანტია, იქ გაჟღერებული სიმღერების შემოსავალი არ უნდა ჩაგვერიცხოს? ეს რა აბსურდია? ყველაზე იოლია, რუსეთს გადააბრალო და ყველაზე მომგებიანი თემაა ამით აპელირება. მე რა ვიცი, ეგებ კობალაძის ორგანიზაციაა რუსული ინტერესის გამტარებელი? სიმართლე გითხრათ, ჩემი საქმე არც არის და არც მაინტერესებს, მე ვიცი - ჩემი უფლებები უნდა იყოს დაცული და ამით უნდა მივიღო შემოსავალი. „GWP“-ს ნაწილსაც ფლობენ რუსები და ენერგოკომპანიებშიც აქვთ წილი და ამიტომ არ მითხრას კობალაძემ, რომ წყალს არ სვამს და დენს არა ანთებს სახლში“, -  განაცხადა  აჩი მეფარიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი