logo_geo
აჩი მეფარიძე: იურისტმა დამირეკა, პასუხს მთხოვდა…
- +

5 ივნისი. 2019. 18:26

 

 

„იურისტმა დამირეკა, პასუხს მთხოვდა გადასვლაზე და აი, ნახავთო და მსგავსი ტექსტები. რომ ვკითხე, შვილო, რაშია საქმე, შენ თვითონ თუ იცი-თქო, აღმოჩნდა, რომ არ იყო საქმის კურში“, - განაცხადა აჩი მეფარიძემ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში საავტორო უფლებეის ასოციაციაზე საუბრისას.

 

„იმ თანხის ოდენობაც კი არ იცოდა, რასაც მისი კომპანია რიცხავდა, კონფიდენციალურიაო. შენივე კომპანიაში შენთვის თუ არის კონფიდენციალური, აბა, მე რას მედავები, ჩემს უფლებებს ვისაც მინდა, იმას მივანდობ დასაცავად. ბავშვი იყო, შევეშვი, აღარ ავყევი. ასაკთან ერთად გამოცდილებაც მოემატება და სხვასთან მაინც გაითვალისწინებს, ასე ლაპარაკი და მუქარა რომ არ შეიძლება“, - განაცხადა  აჩი მეფარიძემ.

 

 

big_banner
არქივი