logo_geo
აეროპორტის გზატკეცილზე დღეიდან 1 აგვისტომდე მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება
- +

6 ივნისი. 2019. 11:14

 

თბილისში, ევროპის ქუჩაზე (აეროპორტის გზატკეცილზე) გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეს 11:00 საათიდან 31 ივლისის ჩათვლით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან.

 

უწყების ცნობით, სამუშაოები განხორციელდება საავტომობილო გზის ჯერ ერთ მიმართულებაზე - ქალაქის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით, რა დროსაც მეორე ზოლი გახდება ორმხრივი.

 

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა აიკრძალება გზის მეორე ზოლზე - აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით, რა დროსაც მოძრაობა გადაერთვება უკვე რეაბილიტირებულ გზაზე ორმხრივად.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი