logo_geo
745-დოლარიანი სპორტული ფეხსაცმელი - გაჭირვებულ პრეზიდენტს ნამდვილად არ უჭირს
- +

6 ივნისი. 2019. 12:58

 

უკრაინული გამოცემა bykvu.com მიხეილ სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს, სადაც სააკაშვილს „პრადას“ ფირმის 745 დოლარის ღირებულების სპორტული ფეხსაცმელი აცვია.

 

„საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევის მერთან ერთად შუშის ხიდზე სეირნობს და ფეხზე 700 დოლარზე მეტი ღირებულების „პრადას“ სპორტული ფეხსაცმელი აცვია“, - წერს გამოცემა.

 

bykvu.com-ის საიტზე ასევე მოცემულია „პრადას“ ონლაინ მაღაზიის სურათები, რომელზეც სპორტული ფეხსაცმლის ფასია აღნიშნული.

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ხშირად აცხადებს თავს ღარიბად და  მოწყალებას საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ემიგრანტებს ეხვეწება, ხოლო „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტში ექს-პრეზიდენტმა ჟურნალისტს მაცივარი აჩვენა, სადაც მხოლოდ ყველი და „კალბასი“ ჰქონდა შენახული.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი