logo_geo
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს
- +

7 ივნისი. 2019. 23:41

 

“ხშირად დაიბანეთ ხელები, გამოიყენეთ გრილი წყალი, გაანიავეთ საცხოვრებელი და ოფისი, არ იაროთ გარეთ” – ეს იმ რეკომენდაციების ნაწილია, რომლის გათვალისწინებასაც დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას აძლევს.

 

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ზაფხულის ტემპერატურის მიმართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ხანდაზმულები არიან.

 

გრილი წყლით ხშირად დავიბანოთ ხელები; ხშირად გავანიავოთ ჩვენი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი; განსაკუთრებით საფრთხილოა, თუ ტემპერატურა სახლის შიგნით 25 გრადუსზე ზემოთ იქნება. ამ დროს, როგორც სამუშაო ადგილზე, ისე სახლში, უნდა ჩატარდეს შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები; მომატებულ ტემპერატურას და გარეთ სიარულს თავი უნდა აარიდონ ხანდაზმულებმა და ბავშვებმა. თუ ივლიან, აუცილებელია, რომ გარკვეული პერიოდი იყვნენ მხოლოდ თაკარა მზეზე და ისიც დიდი ხნის განმავლობაში – არა. მომატებული ტემპერატურის დროს, არის რისკი, სხვადასხვა დაავადებები გამწვავდეს. არასათანადოდ შენახული საკვების გამო, ასევე არასათანადო წყლის პროდუქტების მიღების შემდეგ, შეიძლება მთელი რიგი ინფექციური დაავადებები განვითარდეს და გამწვავდეს“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

 

 

big_banner
არქივი