logo_geo
ილია მეორე: მადლობას ვწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება, აგვეშენებინა წმინდა ნინოს ახალი ტაძარი ბოდბეში
- +

9 ივნისი. 2019. 15:41

 

 

„მადლობას ვწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება, აგვეშენებინა წმინდა ნინოს ახალი ტაძარი ბოდბეში“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

 

„დღეს ყოველი ქართველი ადამიანი უგალობს წმინდა ნინოს. აშენდა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. 1700 წელი ელოდა საქართველო ამ ტაძარს. წმინდა ნინო რომ ჩამოვიდა ბოდბეში, მან ააშენა წმინდა გიორგის ტაძარი. მადლობას ვწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება, აგვეშენებინა წმინდა ნინოს ახალი ტაძარი ბოდბეში. ხშირად ვფიქრობთ, რამ მისცა წმინდა ნინოს ეს სულიერი და ფიზიკური ძალა, რომ ჩამოვიდა ასე შორ გზაზე და მოაქცია ქართველი ერი. ვმადლობთ უფალს, უძლურთა მკურნალსა და ნაკლულევანთა აღმავსებელს, რომ გვაძლევს მადლს, ვაკეთოთ ღვთის საქმე“, - აღნიშნა ილია მეორემ.

 

პატრიარქმა ბოდბელი ეპისკოპოსი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა, მოსაყდრე შიო კი პანაღიით დააჯილდოვა.

 

ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთის დაჯილდოვდნენ არჩილ გეგენავა, თეიმურაზ კომახიძე, ლაშა პაპაშვილი, იღუმენია თეოდორა, არქიტექტორი თეიმურაზ ბერიძე, ხატმწერი მამუკა მიქელაძე, ფოკის დედათა მონასტრის წინამძღვარი. პატრიარქმა მადლობა გადაუხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ტაძარში იმყოფებოდა.

 

ამასთან, პატრიარქმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დალოცა.

 

 

big_banner
არქივი