logo_geo
დიდ დიღომში დაჭრილ ერთ-ერთ მამაკაცს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული
- +

9 ივნისი. 2019. 15:59

 

 

დიდ დიღომში დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული, სტაბილურია.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, მას სხეულზე 4 სხვადასხვა ადგილზე ჰქონდა ჭრილობები მიყენებული, აქედან ყველაზე რთული მდგომარეობა ფეხზე ჰქონდა, სადაც არტერიის ტოტები იყო დაზიანებული.

 

„გუშინ შემოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სხეულზე ჰქონდა 4 ნაკვეთი ჭრილობა. აქედან ყველაზე საშიში იყო ფეხზე მიყენებული ჭრილობა, სადაც დაზიანებული ჰქონდა არტერიის ტოტები. დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ოპერაცია. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და მოთავსებულია ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქირურგიულ დეპარტამენტში. სავარაუდოდ, დანით, ჭრილობები ასევე მიყენებული აქვს ხელზე, ფეხზე და მუცელში“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.

 

დიდ დიღომში ორი მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი