logo_geo
აბიტურიენტთა საყურადღებოდ – 2019 წლის ცნობარში მორიგი ცვლილებაა
- +

10 ივნისი. 2019. 16:28

 

2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში მორიგი ცვლილებაა.

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შპს „ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის“ (კოდით 178) კორესპონდენციის თანახმად, ამ დაწესებულებაში მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი. ინფორმაციას edu.aris.ge-ი ავრცელებს.

 

უმაღლესი სასწავლებელი უერთდება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (შპს „უმაღლესი სასწავლებელი განათლების აკადემია“ – კოდით 182) და შერწყმის შედეგად ფუნქციონირებას გააგრძელებს შპს „ნიუ უნივერსითის“ სახელწოდებით (კოდი 182).

 

ყველა აბიტურიენტს, რომელთაც არჩეული აქვთ უმაღლესი სასწავლებელი კოდით 178, საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხიდან წაეშლებათ.

 

საგანმანათლებლო პროგრამების ცვლის, წაშლისა და დამატების საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.​

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი