logo_geo
დღეს მეცნიერისა და პედაგოგის რისმაგ გორდეზიანის დაბადების დღეა
- +

10 ივნისი. 2019. 18:08

 

ქართველი მეცნიერი, პედაგოგი,  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რისმაგ გორდეზიანი 1940 წლის 9 ივნისს დაიბადა.

 

2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი და თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი. 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 26 წიგნის ავტორი. გამოსაქვეყნებლად გადაცემული აქვს 100-მდე (ძირითადად ენციკლოპედიისათვის „ანტიკური კავკასია“) სამეცნიერო ნაშრომი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 40-ზე მეტი დისერტაცია. საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენოსანი, ღირსების ორდენის კავალერი, საბერძნეთის ღირსების ორდენის მფლობელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო პრემიის ლაურეატი, საქართველოს და საკავშირო კომკავშირის პრემიების ლაურეატი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საბერძნეთის მწერალთა კავშირის წევრი, საბერძნეთის არქეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი.

 

აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი არის ჟურნალ „ფაზისის“ მთავარი რედაქტორი, ჟურნალ „კავკაზიკის“ რედაქტორი, ჟურნალ „რელიგიის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, 1994-2010 წლებში იყო ჟურნალ „ფილოლოგუსის“ (გფრ) სარედაქციო საბჭოს წევრი და საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსის“ ხელმძღვანელი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი