logo_geo
ვაზიანი-თელავის მონაკვეთზე გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა შესაძლებელი
- +

11 თებერვალი. 2017. 23:46



საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ65 (ვაზიანი-თელავი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


 

big_banner
არქივი