logo_geo
ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღი საგნების მიხედვით და ცვლილებები, რომლებზეც უნდა იცოდეთ
- +

10 ივნისი. 2019. 19:14

 

2 ივლისიდან აბიტურიენტებს და მათ ოჯახის წევრებს საგამოცდო ციებ-ცხელება ეწყებათ. 2019 წლის ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება.

 

წელს, პირველად ეროვნული გამოცდების არსებობის ისტორიაში, აბიტურიენტს საშუალება ეძლევა, საკუთარი კალამი შეიტანოს გამოცდებზე, ოღონდ კალამი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს გელით ( ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ  ბურთულიანი წვერით.

 

რაც შეეხება საგამოცდო განრიგს და თარიღებს, იხილეთ სესიების მიხედვით:

 

  • 2-3 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა;
  • 5-6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები;
  • 9-10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
  • 9 – ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;
  • 10 – ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;
  • 10 – ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა;
  • 13 – ივლისი (მეორე სესია) – მათემატიკა;
  • 16 – ივლისი (პირველი და მეორე სესია) – გეოგრაფია;
  • 17 – ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;
  • 19 – ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა;
  • 20 – ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია;
  • 23 – ივლისი (მეორე სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
  • 24 – ივლისი (პირველი სესია) – სამოქალაქო განათლება;
  • 25 – ივლისი (პირველი სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • 25 – ივლისი (პირველი სესია) – ქიმია;
  • 26 – ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი