logo_geo
თემურ ჭყონიას „კოკა-კოლას“ ქარხანა წერეთლიდან მუხრანში გადააქვს და „ევროპული უბნის“ გაშენებას ქარხნის ტერიტორიაზე აპირებს
- +

11 ივნისი. 2019. 12:17

 

 

ბიზნესმენი თემურ ჭყონია თბილისში, წერეთლის გამზირზე „ევროპული უბნის“ შექმნას გეგმავს. როგორც ბიზნესმენი Bm.ge-ისთან საუბარში განმარტავს, ეს იქნება 3 ჰა-ზე გაშენებული უბანი, რომლის პროექტზეც „Colliers International“ მუშაობს. საქმე იმაშია, თემურ ჭყონიას „კოკა-კოლას“ ქარხანა წერეთლიდან მუხრანში გადააქვს და „ევროპული უბნის“ გაშენებას ქარხნის ტერიტორიაზე აპირებს.

 

ჭყონიას ინფორმაციით, „Colliers International“ სამუშაოებს მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულებს და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი პროექტის საინვესტიციო ღირებულება.

ევროპული უბნის“ შექნის იდეა ბარსელონაში გამიჩნდა, სადაც „კოკა-კოლას“ გლობალურ შეხვედრას ვესწრებოდი, სწორედ ასეთი უბანი მინდა, რომ მოვაწყო წერეთელზე“, – აცხადებს ბიზნესმენი.

 

მისივე თქმით, „ევროპული უბნის“ სახელწოდება იმ ბრენდების სახელიდან შეირჩევა, რომელსაც ის დღეს საქართველოში მართავს. ამასთან, როგორც ბიზნესმენი განმარტავს, „ევროპულ უბანში“ 5-სართულიანი სახლები, ფიტნეს-კლუბები და გასართობი ცენტრები მოეწყობა. რაც შეეხება მაღალსართულიან შენობებს, ჭყონიას შეფასებით, მსგავსი შენობებით ეს ქალაქი სავსეა და დროა, განსხვავებული კონცეფციის უბანი შეიქმნას, სადაც ნარჩენების შეგროვება და გადამუშავებაც კი, ევროპული სტანდარტების დაცვით მოხდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი