logo_geo
თბილისში სივრცე იხსნება, სადაც ყველაფრის დალეწვას შეძლებთ
- +

11 ივნისი. 2019. 16:24

 

 

„მარკეტერი“ ერთ-ერთ ახალ ინიციატივაზე წერს, რომელიც თბილისში ახალი სივრცის გახსნას ეხება.  ეს არის სარდაფი, სახელად „ლეწე“, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ, გაეცნოთ „მენიუს“ და შეძლებისდაგვარად მშვიდად აირჩიოთ, რისი დალეწვა გინდათ. საყოფაცხოვრებო ტექნიკის თუ ჭურჭლის? ჩაქუჩით, უროთი თუ ბეისბოლის ბიტით? იქნებ, პრინტერს დალეწავდით სიამოვნებით, პრინტერს, რომელმაც სამსახურში ცხოვრება გაგიმწარათ და რომელსაც „არ უნდა აგრძნობინო, რომ გეჩქარება“.

 

ხანდახან, ძველი ნივთებისგანაც, ისევე, როგორც ნეგატიური წარსულისგან, უნდა გავთავისუფლდეთ.

 

- რა დაგვხვდება „ლეწეში“? რისი დალეწვის საშუალება ექნება მომხმარებელს ან როგორ?

 

- მომხმარებელს დახვდება სრულიად მშვიდი მასპინძელი, რომელიც დაეხმარება სესიის მომზადებაში, რომელიც შესაბამის ეკიპირებას, დასალეწი ნივთებისა და იარაღის არჩევას მოიცავს. ამ ეტაპზე, გვაქვს საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ჭურჭლის არჩევანი. აქვე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვცდილობთ, ყველა მომხმარებელს, ერთი ძნელად დასალეწი ტექნიკა ჰქონდეს. ასორტიმენტის განახლება კი ჩვენი გამოწვევა იქნება, იმისათვის, რომ მრავალფეროვანი დალეწვის გზები და დასალეწი ნივთები შევთავაზოთ მომხმარებელს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვითვალისწინებთ უსაფრთხოების ნორმებს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომხმარებელს ვაძლევთ ეკიპირებას, იმისათვის, რომ ლეწვის პროცესი იყოს უსაფრთხო და არ გამოიწვიოს რაიმე დაზიანება.

 

ახალი სივრცე 16 ივნისს, რუსთაველის 34-ში გაიხსნება.

 

 

big_banner
არქივი