logo_geo
აშშ-ში მცხოვრებ არალეგალთა საყურადღებოდ!
- +

12 თებერვალი. 2017. 01:38


 


ინტერნეტპორტალი mmigranet.com აშშ-ში მცხოვრებ არალეგალებს სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარე რეიდების შესახებ აფრთხილებს და წერს:


ძვირფასო ემიგრანტებო, განსაკუთრებით მინდა მივმართო ამერიკაში მყოფ არალეგალურად მყოფ ემიგრანტებს, აშშ-ში დაიწყო არალეგალების პირდაპირ ქუჩებიდან და სახლებიდან აყვანა! დღეის მონაცემებით ასობით ადამიანია დაკავებული და ელოდებიან ქვეყნიდან დეპორტაციას. რეიდები ტარდება  NEW YORK , SOUTH CAROLINA, ILLINOIS, CALIFORNIA, TEXAS.  ICE - ოფიცრები ითხოვენ (I.D) აიდი ბარათებს, თუ არ გაქვთ გაპატიმრებენ.  ასევე მიდიან საცხოვრებელ სახლებში! გაითვალისწინე თუ ხარ არალეგალი და თქვენი სახლის კართან გაისმა ზარი, არ გააღოთ კარები! მათ არ აქვთ ბინაში შემოსვლის უფლება. დღეს CNN- ჟურნალისტი ამბობდა რომ, მიდიან სახლებში, კითხულობენ სხვა პიროვნებას თუმცა აპატიმრებენ ბინის პატრონს, თუ არალეგალურადაა რა თქმა უნდა! არ გაუღოთ კარები უცხო პირებს! მოძებნეთ საიმიგრაციო ადვოკატები და ეცადეთ გააკეთოთ საბუთი!


ინფორმაცია რეიდების შესახებ, რომელსაც საემიგრაციო პოლიცია ატარებს, გამოცემა forumdaily -მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, აშშ-ის 6 შტატში მიმდინარეობს რეიდები ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები პირების გამოსავლენად.


ხუთშაბათს და პარასკევს იმიგრანტებმა მასობრივად დაიწყეს მიმართვა საემიგრაციო ადვოკატებთან მათ სახლებზე და ბიზნესზე განხორციელებული ჩხრეკების გამო.


იყო შემთხვევები, როცა გარკვეულ მისამართზე ეძებდნენ ერთ ადამიანს, საბოლოოდ კი აპატიმრებდნენ სხვებს, ვინც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება, მაგრამ არ აქვს ნასამართლეობა. ამის შესახებ ლოს ანჯელესში კოალიცია იმიგრანტთა ჰუმანური უფლებებისთვის აღმასრულებელმა დირექტორმა ანჟელიკა სალასმა განაცხადა.


მისი თქმით, 5 დღიანი რეიდის შემდეგ, რომელიც კრიმინალური წარსულის მქონე მიგრანტების გამოსავლენად ტარდებოდა, სამხრეთ კალიფორნიაში 160 ადამიანი დააკავეს.


დაპატიმრება იყო მიზანმიმართულად განხორციელებული ტრამპის „საიმიგრაციო" განკარგულების შეასასრულებლად. ყველა სხვა შემთხვევაში, როცა ადამიანებს მათი სამართლებრივი სტატუსის შესახებ კითხავდნენ, საიმიგრაციო ოფიცრები ინდივიდუალურად მოქმედებდნენ.


Washington Post-ის ინფორმაციით, საიმიგრაციო აქტივისტები მიმდინარე ინტენსიური შემოწმებების შესახებ შემდეგ ქალაქებს ასახელებენ: ვისტა, პომონა და კომპტონი, კალიფორნიის შტატი, ოსტინი, დალასი და ფურგელვილი, ტეხასის შტატი: ალექსანდრია და ანნანდეილი. ვირჯინიის შტატი: შარლოტა და ბერლინგტონი, ჩრდილოეთ კაროლინა: პლანტსითი, ფლორიდას შტატი: ჰადსონ ველლი, ნიუ-იორკი, ვიჩიტა, კანზასის შტატი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი