logo_geo
ვეტერანებს მრავალპროფილური სამედიცინო კვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ
- +

12 ივნისი. 2019. 11:20

 

მიმდინარე წლის 14 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ა(ა)იპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის“ მხარდაჭერით, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ „ვივა-მედში“, თბილისში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება. ბენეფიციარებს მომსახურებას გაუწევენ კვალიფიციური თერაპევტი, ნევროლოგი, კარდიოლოგი (კარდიოექოსკოპია, კარდიოგრამა), ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ანგიოქირურგი („დოპლერით“ კვლევა), მამოლოგი, უროლოგი, ზოგადი ქირურგი, ექოსკოპისტი, რევმატოლოგი, გასტროენტეროლოგი; ბენეფიციარებს, ასევე, ჩაუტარდებათ რენტგენოლოგიური კვლევა (ექიმის დანიშნულებით).

 

ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან.

 

მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი