logo_geo
დათო ხუჯაძე: აგრესია მოდიოდა მათი მხრიდან, ვინც წლების განმავლობაში ძღებოდა ამ საქმით
- +

12 ივნისი. 2019. 17:01

 

„როდესაც ამხელა საქმეს შევეჭიდეთ, ბუნებრივია, მზად ვიყავი, რომ წამოვიდოდა აგრესია. თუმცა, ეს აგრესია არ მოდიოდა მუსიკოსებისგან და ხელოვანი ადამიანებისგან, მოდიოდა მათი მხრიდან, ვინც წლების განმავლობაში ძღებოდა ამ საქმით, ცოტა უხეში ნათქვამია, მაგრამ სხვა სიტყვა ვერ შევუსაბამე მათ საქციელს“, - განაცხადა მომღერალმა დათო ხუჯაძემ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში  საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციაზე საუბრისას.

 

„რაც საქართველოში დავბრუნდი, თითქმის სამი წელი ვიყავი ამ ორგანიზაციის - „GCA“-ს წევრი, და ყოველ მათ შეკრებაზე მარტო მე ვყვიროდი. არასდროს არცერთ კითხვაზე არ იყო პასუხი, ვერაფერზე ვერ მცემდნენ პასუხს, უბრალოდ, ტონის აწევასთან ერთად იცვლებოდა მომდევნო ჩასარიცხი თანხა“, - განაცხადა დათო ხუჯაძემ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი