logo_geo
დათო ხუჯაძე: არავის კეთილ ნებაზე არ იქნება დამოკიდებული მათი ანაზღაურება
- +

12 ივნისი. 2019. 17:14

 

„პირველ რიგში, ყველაზე მთავარი არის ის, რომ არავის კეთილ ნებაზე არ იქნება დამოკიდებული მათი ანაზღაურება“, - განაცხადა მომღერალმა დათო ხუჯაძემ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია „GERA“-ზე საუბრისას.

 

კომპანია ახალ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული, შესაბამისად, აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რომელშიც ჩაწერილია სხვადასხვა ავტორ-შემსრულებლის მუსიკალური კატალოგები. აპარატურა დამონტაჟებული იქნება სხვადასხვა ობიექტებზე და ოცდაოთხი საათის განმავლობაში აღირიცხება, სად ვისი რა სიმღერა გაჟღერდა. შესაბამისად, ეს ინფორმაცია თითოეულ მათგანს  ტელეფონზე SMS-შეტყობინების სახით გაეგზავნება და ასევე აპლიკაციით შეეძლება საკუთარი შემოსავლის კონტროლი. გამჭვირვალობაა ჩვენი პრიორიტეტი“, - განაცხადა დათო ხუჯაძემ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი