logo_geo
ინტერნეტში ირაკლი ჩარკვიანის აქამდე უცნობი კომპოზიცია გავრცელდა
- +

12 ივნისი. 2019. 18:57

 

„Rose Anthem“ - ასე ქვია ირაკლი ჩარკვიანის აქამდე უცნობ კომპოზიციას, რომელიც ინტერნეტში ავტორის გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ გამოქვეყნდა.

 

ინფორმაციას ამის შესახებ მწერალი ირაკლი კაკაბაძე ავრცელებს.

 

„2004 წელს დაწერილი პატარა ბალეტი - ირაკლი ჩარკვიანი, ქეთათო და თქვენი მონა-მორჩილი არიან ტექსტის და მუსიკის ავტორები. „როზანთემი“ მაშინ თავისებური ექსპერიმენტი იყო - სექსპერიმენტული ექსპერიმენტი. ახლა უკვე 15 წელი გავიდა და ამ „ვეშჩმა“ თავისი ქალიშვილობა უნდა დაკარგოს, რომელსაც 15 წელი სათუთად ვუნახავდით. ირაკლი ჩარკვიანის გენიალური ხედვა ჩანს აქ მსოფლიოში რომანტიული სოციალისტური სიზმრების დამთავრების შემდეგ „პარაბელუმის“ ლულის ქვეშ“,- წერს კაკაბაძე  facebook-გვერდზე.

 

ირაკლი ჩარკვიანი, იგივე „მეფე“ 2006 წელს გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი