logo_geo
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 20 ივნისის შემდეგ იქნება შესაძლებელი
- +

13 ივნისი. 2019. 12:22

 

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.

 

„ამისათვის, ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე, პირად გვერდზე (სადაც ირჩევთ გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ნახულობთ შედეგებს) უნდა გამოიყენოთ ღილაკი - „დაბეჭდეთ ბარათი“. ბარათზე მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო. მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ) გარეშე. საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება თქვენი საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება.

 

 

big_banner
არქივი