logo_geo
მაშველი გოგონები აჭარის სანაპირო ზოლზე გამოჩნდებიან
- +

13 ივნისი. 2019. 12:47

 

 

2019 წლის საზღვაო სეზონზე პირველად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველი გოგონები გამოჩნდებიან.

 

გოგონები ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადების ნორმატივი უკვე ჩაბარებული აქვთ. ამ ეტაპზე ისინი სეზონის ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან და წყალზე სამაშველო ღონისძიებების სპეციფიკას ეცნობიან.

 

აჭარის ტერიტორიაზე, შავის ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე მუშაობს 160-მდე მაშველი. მაშველების რაოდენობა საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ 250-მდე გაიზრდება, რაც 50-ით მეტია, ვიდრე წინა სეზონის მაშველთა რაოდენობა იყო. სეზონზე  20-მდე მაშველი გოგონა იქნება.

 

მაშველები აჭარაში სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილები.

 

 

 

big_banner
არქივი