logo_geo
ძლიერი წვიმა, ჩაკეტილი გზები და დაზარალებული მოსახლეობა – ხარაგაული სტიქიას ებრძვის
- +

13 ივნისი. 2019. 15:36

 

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქია განმეორდა. ძლიერმა წვიმამ ამჯერად მნიშვნელოვანი ზიანი სოფელ ზვარეს მიაყენა.

 

მერიის ინფორმაციით, პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა. ჩაწყვეტილია ბონდის ხიდი, დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც მოვარდნილმა მდინარე ზვარულამ შინაური ცხოველების და ფრინველების სადგომები გაუნადგურა. შლამით დაიფარა და ჩაიკეტა გზა ე. წ. ზვარის ხიდებთან. სტიქიამ დააზიანა მოლითის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც სოფელ ანიულას ბონდის ხიდია ჩაწყვეტილი.

 

ადიდებულმა ჩხერიმელამ ასევე მწყობრიდან გამოიყვანა დიდვაკის ქარხნის უბანში გადამავალი საავტომობილო ხიდი.

 

სტიქიის ზონაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

შესაბამისმა კომისიამ დილიდან ზარალის დათვლა, ტექნიკამ კი ზვარეში გზების აღდგენის მიზნით მუშაობა დაიწყო.

 

შეგახსენებთ, ხარაგაულში სტიქია 7 ივნისსაც იყო, რამაც მუნიციპალიტეტი სამი მილიონით დააზარალა.

 

 

big_banner
არქივი