logo_geo
„მან კარგად იცის ჩემი გემოვნება და საყურის შერჩევა არ ეშლება“ - ვინ ყიდულობს პრეზიდენტისთვის სამკაულებს
- +

13 ივნისი. 2019. 16:54

 

 

საქართველოს პრეზიდენტის ჩაცმულობა, სტილი და ორიგინალური სამკაულები ყოველთვის საზოგადოების ყურადღებას იქცევს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, სატელევიზიო გადაცემაში სალომე ზურაბიშვილი ფირმა „ALAN“-ის ბროშით გამოჩნდა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა.

 

 

„ზოგადად „ALAN“ არის ქართული ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი. ყველა ბროშს ლალი ალანი (აფხაზი, სოხუმიდან) ამზადებს. ქალბატონ სალომეს ჩვენ გავუგზავნეთ ეს ბროში საჩუქრად და ძალიან გაგვიხარდა, როდესაც სრულიად მოულოდნელად ვიხილეთ, ინგა გრიგოლიასთან საკუთარ დაბადების დღეზე სტუმრობისას რომ ეკეთა ჩვენი ნემსიყლაპიას ბროში. ის ძალიან გემოვნებიანი ადამიანია და ძალიან გაგვიხარდა, რომ მოიწონა „ALAN“-ის ბროში“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

 

აქვე, საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გთავაზობთ მცირე ამონარიდს სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ „პრაიმტაიმში“ 2010 წელს გამოქვეყნდა. ზურაბიშვილი ინტერვიუში ჰყვება, თუ სად ყიდულობს ორიგინალურ სამკაულებს.

 

„საყურეს პარიზში ვიძენ ხოლმე. ჩემი ბავშვობის მეგობრისთვის დავალება მაქვს მიცემული, როგორც კი რაიმე ახალი საყურე ან კოლექცია გამოვა გასაყიდად, შემიძინოს და დამახვედროს. მან კარგად იცის ჩემი გემოვნება და საყურის შერჩევა არ ეშლება. მართლა ძალიან ბევრი საყურე მაქვს, თუმცა, არ დამითვლია - რამდენი, რაც შეეხება სამოსს, მარგარეტ ტეტჩერი არ ყოფილა ჩემი მოდელი. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და თავისუფალი უნდა იყო, მაგრამ თანამდებობას და პროფესიას არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა“,- აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი