logo_geo
ბავშვი, რომელიც მატარებელში გაჩნდა, 25 წელი უფასოდ იმგზავრებს
- +

13 ივნისი. 2019. 18:00

 

ირლანდიაში მატარებლით მგზავრობისას დაბადებული ბავშვი 25 წლით უფასო მგზავრობით დაასაჩუქრეს.

 

დაუგეგმავი მშობიარობა სამშაბათს, ადგილობრივი დროით 15:05 საათზე გელვეი-დუბლინის მიმართულების რეისზე შედგა.

 

ქალი ექიმმა და ორმა ექთანმა ამშობიარა, რომლებიც იმ დროს მატარებელში იმყოფებოდნენ.

 

დედა და ახალშობილი დუბლინში ჩასვლის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ორივე კარგად გრძნობს თავს.

 

ირლანდიის რკინიგზის ხელმძღვანელმა იარნორდ ეირენმა განაცხადა, რომ აღნიშნულ რეისზე დაბადებული ბავშვი მატარებლით უფასოდ იმგზავრებს, მთელი ბავშვობა და მერეც, ვიდრე 25 წლამდე.

 

 

 

big_banner
არქივი