logo_geo
უკრაინის დელეგაციის წევრები ომის ვეტერანთაჰოსპიტალს და შშმ პირთა საპროტეზო-ორთოპედიულ ცენტრს ესტუმრნენ
- +

14 ივნისი. 2019. 23:09

 

მიმდინარე წლის 14 ივნისს, ვეტერანების საქმეთსახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრს,ირინა ფრიზს  და დელეგაციის წევრებს, თბილისში, კედიას N7-ში მდებარე ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა ჰოსპიტლის ახალი შენობა და"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საპროტეზო-ორთოპედიული ცენტრი" დაათვალიერებინა.

 

სტუმრებს ჰოსპიტალის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ჰოსპიტლის უფროსმა, ლევან ჯუღელმა გააცნო. ვლადიმერ იმნაძემ და ირინა ფრიზმა ვრცლად ისაუბრეს იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის შესაბამისი უწყებების წინაშე დგას ვეტერანთა ჯანდაცვის გაუმჯობესებისა და მათი ფსიქორეაბილიტაციის უფრო ეფექტური გზების დასანერგად.

 

შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორმა, თეა ერისთავმა კი დელეგაციის წევრებს შშმ პირთა საპროტეზო-ორთოპედიულიცენტრი, მათ შორის, პროთეზების საამქრო დაათვალიერებინა და ვრცლად ესაუბრა იმ მიღწევებზე, რაც შშმ პირებს, მათ შორის ვეტერანებს, გადაადგილებას და მოძრაობას მნიშვნელოვნად უადვილებთ. ისაუბრეს, ასევე, იმ შეღავათებზე, რასაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, გერმანულ კომპანია ,,ottobock”-ს და შპს ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.

 

შეგახსენებთ, უკრაინის ვეტერანთა საქმეებისმინისტრი, ქალბატონი ირინა ფრიზი და მისიპირველი მოადგილე, გრიგორგალაგანი საქართველოს ვეტერანების საქმეთასახელმწიფო სამსახურს, ოფიციალური ვიზიტით 13 ივნისს ესტუმრნენ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი