logo_geo
ეკა კახიანი : კვარტალში ერთხელ მირიცხავდნენ მოჭრილ თანხას, არ მინდა თანხის დასახელება
- +

15 ივნისი. 2019. 17:19

 

 

„რამდენიმე წელი ვიყავი გაწევრიანებული ავტორთა უფლებების დაცვის ასოციაცია  „GCA“-ში, რომელსაც ბატონი გიგა კობალაძე ხელმძღვანელობდა, სიმართლე გითხრათ, ვერ ვგრძნობდი, რომ საქართველოში მსგავსი ინსტიტუტი მუშაობდა“, - განაცხადა   მომღერალმა  ეკა კახიანმა „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში.

 

„კვარტალში ერთხელ მირიცხავდნენ მოჭრილ თანხას, არ მინდა თანხის დასახელება. დავიწყოთ იქიდან, რომ მუსიკა ცოცხალი ორგანიზმია და გამორიცხულია, თუ გაქვს პრეტენზია პროფესიონალიზმსა და გამჭვირვალობაზე, ერთსა და იმავე თანხას ვერ მიიღებ, გულითაც რომ მოგინდეს. ვერავინ დამაჯერებს, რომ ადამიანი მთელი წლის განმავლობაში ერთი და იმავე რაოდენობით უსმენდეს კონკრეტული შემსრულებლის თუ კომპოზიტორის სიმღერას. ამ ფაქტით უკვე ჩნდება ეჭვი და კითხვის ნიშნები, რაზეც პასუხი არ არის არასდროს არავისგან“, - განაცხადა ეკა კახიანმა.

 

 

big_banner
არქივი