logo_geo
ეკა კახიანი: აპელირება იმით, რომ რუსული კომპანიაა, ძალიან ცუდია
- +

15 ივნისი. 2019. 18:26

 

 

„თავიდან იყო საუბარი, რომ ალტერნატიული კომპანია იყო რუსული კომპანია და სიმართლე გითხრათ, მეც მოვერიდე რაღაც პერიოდი ურთიერთობას. თუმცა, მივედი, ვნახე, ვიკითხე და როდესაც დავრწმუნდი ყველაფერში, აგერ უკვე ერთი თვეა, ვარ უფლებამფლობელთა ასოციაცია „GERA“-ს წევრი“, - განაცხადა მომღერალმა  ეკა კახიანმა „ქართულ აზრთან“  ინტერვიუში.

 

„აპელირება იმით, რომ რუსული კომპანიაა, ძალიან ცუდია. ზოგადად, უნდა შეგვეძლოს ალტერნატიულის მიღებაც, მონოპოლიას არ დაუშვებს არავინ. ძალიან ბინძური პიარკამპანია აგორდა, ხდება მანიპულირება და უბრალოდ, სირცხვილია. კომპანია „РАО“ არის რუსული კომპანია, რომელიც ჩვენს ქართულ ორგანიზაციას ეხმარება რუსეთიდან ჰონორარის მოგროვებაში, ეს არის ურთიერთობის უდავოდ ცივილიზებული და ნორმალური ფორმა. ის ჰონორარი, რასაც აქამდე კობალაძის ორგანიზაცია გვიკარგავდა, დაგროვილი იყო და „GERA“-მ შეძლო მისი დაბრუნება, რისთვისაც ნამდვილად მადლობელი ვარ“, - განაცხადა  ეკა კახიანმა.

 

 

big_banner
არქივი