logo_geo
black eyed peas-ის წევრები აცხადებენ, რომ საქართველო ძალიან მოსწონთ და კიდევ აპირებენ ჩამოსვლას
- +

16 ივნისი. 2019. 17:00

 

ამერიკულმა ჯგუფის black eyed peas-ის წევრებმა შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფში“, კონცერტის დაწყების წინ პრესკონფერენცია გამართეს. ჯგუფის წევრებმა ჟურნალისტებს სამომავლო გეგმები გააცნეს.

 

უილ აი ემმა, რომელსაც „ბალენსიაგას“ ფეხსაცმელი ეცვა, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, იცოდა თუ არა ვინ იყო ბრენდის დირექტორი, უპასუხა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ დემნა გვასალია ქართველი იყო.

 

მათ აღნიშნეს, რომ საქართველო ძალიან მოეწონათ და კიდევ აპირებენ ჩამოსვლას. ისინი ასევე აპირებენ ქართულ ფოლკლორული მუსიკის მოსმენას და ქართული კულტურის უკეთ გაცნობას.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, „ბლექ სი არენას“ სცენაზე black eyed peas კონცერტს 21:00- საათზე გამართავს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი