logo_geo
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დაგეგმილი ღონისძიებები არ გაუქმდება
- +

18 ივნისი. 2019. 16:38

 

„თბილისი პრაიდი“ ჩატარდება. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დაგეგმილი ღონისძიებები არ გაუქმდება. ამასთან დაკავშირებით „თბილისი პრაიდი“ უახლოეს პერიოდში განცხადებასაც გაავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი2“ ავრცელებს.

 

ჯერჯერობით უცნობია ღონისძიებების გამართვის ზუსტი ადგილმდებარეობა.

 

ორგანიზატორებს დღეს უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, გაიმართებოდა თუ არა „თბილისი პრაიდი“. მთავარ პრობლემად კვლავ მონაწილეთა უსაფრთხოების საკითხი რჩება. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ ღონისძიებები არ გაუქმდება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი