logo_geo
„ბასიანში“ 14 ახალგაზრდა მოიწამლა?!
- +

18 ივნისი. 2019. 18:03

 

მოიწამლნენ თუ არა გაურკვეველი ნივთიერებით ან ალკოჰოლით ახალგაზრდები „ბასიანში“?!

როგორც fortuna.ge წერს, კლუბიდან საავადმყოფოებში 14 ივნისს 15 ახალგაზრდა მოხვდა – ძირითადად მოწამვლის ნიშნებით. თუმცა, კლინიკაში, შსს-ში და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ახალგაზრდების ამ რაოდენობაზე არ საუბრობენ.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ კლუბიდან მათ ჰოსპიტალში მხოლოდ სამი ადამიანი გადაიყვანეს - „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 3 ახალგაზრდა გადაიყვანა“.

 

კითხვაზე - ჰქონდათ თუ არა მათ მოწამვლის ნიშნები, ცენტრში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა დიაგნოზს არ სვამს.

 

რაც შეეხება ჰოსპიტალს, აქ „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ 14 ივნისს კლინიკაში სამი ახალგაზრდა შევიდა, მათგან ორი სახლშია გაწერილი, ხოლო ერთი უგონო მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მისი მდგომარეობა არ შეცვლილა.

 

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 2000 წელს დაბადებულმა ბექა ზ.-მ კლუბში გაურკვეველი ალკოჰოლური სასმელი მიიღო, რის შემდეგადაც გონება დაკარგა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ქართულ-გერმანულ ჰოსპიტალში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ 2000 წელს დაბადებული ბ.ზ.-ს უგონო მდგომარეობაში შეყვანის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

 

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, მეგობრებთან ერთად, ერთ-ერთ კლუბში იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემით, მან მიიღო გარკვეული ალკოჰოლური სასმელი, რა დროსაც გონება დაკარგა. ბ.ზ. დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის – აღებულია შარდისა და სისხლის ბიო-მასალები, რაზეც შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნა.

ბ.ზ. ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, – განუცხადეს „ფორტუნას“ შსს-ში.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი