logo_geo
საქართველოს მოსახლეობის 82% სპორტულ ცხოვრებაში ჩართული არ არის
- +

18 ივნისი. 2019. 22:09

 

პარლამენტში, სპორტის კომიტეტში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტზე საბოლოო ანგარიში განიხილეს და იმსჯელეს რამდენად აღსრულებადია დოკუმენტი.

 

პროექტი ახლებურად არეგულირებს სპორტული ფედერაციების, სკოლამდელ, სასკოლო და საუნივერსიტეტო სპორტის საკითხებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად ამცირებს არა გადამდები დაავადებების რისკს და ხელს უწყობს ჯანდაცვაში საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას.

 

აქვე ასევე ითქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის 82% არ არის ჩართული სპორტულ ცხოვრებაში, რაც ქვეყანას ყოველწლიურად 20-25 მილიონი დოლარი უჯდება.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი