logo_geo
ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს იწყება
- +

19 ივნისი. 2019. 10:34

 

დღეს, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება.  რეგისტრაციის მეორე ეტაპი  12:00 საათზე დაიწყება და ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ყველა სხვა აპლიკანტი, რომელიც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებში.

 

რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში და ვებ-გვერდზე registration.kids.org.ge.

 

რეგისტრაციის გავლას შეძლებენ ორიდან ექვს წლამდე ბავშვები.

 

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული ბავშვის მშობელმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს კონკრეტულ საბავშვო ბაღში. ეს დოკუმენტებია: დაბადების მოწმობის ასლი; ორი ფოტოსურათი (ბიომეტრიული); ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა; მშობლების პირადობის მოწმობის ასლი.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი