logo_geo
დღეს ლომისობაა
- +

19 ივნისი. 2019. 10:37

 

დღეს ლომისობის დღესასწაულია. ლომისობა დუშეთის რაიონში, ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება.

 

მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის მქონეა. ისინი სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად, ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ სათხოვარი, რომლითაც ისინი ტაძარში მიდიან, აუსრულდებათ.

 

ლომისა წმინდა გიორგის სახელობის უძველესი სალოცავია. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს.

 

ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტურისტულ სააგენტოებს მოუწოდა, რომ 30-ადგილიანი და მეტი ტევადობის ავტობუსებით ყაზბეგის მიმართულებით გადაადგილებას მოერიდონ.

 

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ტურისტულ სააგენტოებს მოუწოდებს, რომ 19 ივნისს, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 75-82 კმ-ზე (დუშეთის რაიონი, სოფელი მლეთა) გადატვირთული მოძრაობის და ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოერიდონ 30-ადგილიანი და მეტი ტევადობის ავტობუსებით ყაზბეგის მიმართულებით გადაადგილებას,“- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი