logo_geo
ძლ იერი წვიმის გამო, ვაშლიჯვარში კედელი ჩამოინგრა
- +

19 ივნისი. 2019. 11:13

 

 

დედაქალაქში ძლიერი წვიმის შედეგად ვაშლიჯვარში, პეტრე სარაჯიშვილის 7 ნომერში საცხოვრებელი სახლის ეზოში კედელი ჩამოიშალა. დაზიანდა სახლის წინა ნაწილი, ჩაიმსხვრა მინები. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ადგილობრივები მომხდარის მიზეზად მახლობლად მდებარე ახალაშენებულ კორპუსში გაუმართავ სანიაღვრე სისტემას ასახელებენ და მის მოწესრიგებას ითხოვენ, რათა უამინდობის შემთხვევაში ზიანი თავიდან აიცილონ.

 

„გავიგე მსხვრევის ხმა. რომ გამოვედი, კედელი ჩამოშლილი იყო. დაეცა ჩვენს კედელსაც. ყველაფერი დანგრეულია. ლამაზი ბაღი მქონდა, ყველაფერი განადგურებულია. მთელი ნიაღვარი ჩვენს ეზოშია, ტბა დგას, ამ კორპუსს სანიაღვრე არ აქვს, რამაც ეს ყველაფერი გამოიწვია,“ - განაცხადა ქეთი გოგიჩაიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი