logo_geo
ბორჯომში ბებიას და შვილიშვილებს მანქანა დაეჯახა
- +

19 ივნისი. 2019. 13:44

 

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე სამ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა.

 

შემთხვევა ე. წ. „მარადიულ ცეცხლთან“ მოხდა.

 

სამივე დაშავებული ბორჯომის „ჯეო-ჰოსპიტალის“ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. კლინიკაში ამბობენ, რომ 67 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა. 10 და 7 წლის ბავშვები თავს კარგად გრძნობენ.

 

„ერთს ბავშვს ტვინის შერყევა აქვს და სტაციონარში მოვათავსეთ, მეორე კარგადაა და გაეწერება. ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში მოვათავსეთ, პოლიტრავმა აქვს, საკმაოდ მძიმეა მდგომარეობა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყდება, გადავიყვანთ თუ არა თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში“, - აღნიშნა დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ.

 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი