logo_geo
21 ივნისს „ჰარი პოტერის“ თამაში გამოვა
- +

19 ივნისი. 2019. 14:58

 

ცნობილი თამაშის - „Pokémon Go“-ს შემქმნელები ანდროიდისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის ახალ თამაშს - „Harry Potter Wizards Unite“-ს გამოუშვებენ, რომელიც გაფართოებულ რეალობაზე იქნება დაფუძნებული.

 

„Businessinsider“-ის ცნობით, თამაში 21 ივნისს გამოვა. აპლიკაციის მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ რეალურ სამყაროში მაგიური ნიშნები მოძებნონ და „ჰარი პოტერის“ პერსონაჟები ნახონ. 

 

კომპანია „Niantic“-მა თამაშის გამოსვლის თარიღი ოფიციალურად 18 ივნისს გამართულ ღონისძიებაზე დაადასტურა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი