logo_geo
BBC თბილისში რადიოგადაცემას ჩაწერს
- +

19 ივნისი. 2019. 18:14

 

BBC თბილისში რადიოგადაცემას „ხელოვნების საათი მოგზაურობისას“ ჩაწერს. გადაცემის ჩაწერა 2 ივლისს „თავისუფალ თეატრში“ იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ 1tv.ge ავრცელებს.

 

გადაცემის წამყვან ნიკი ბედის სცენაზე შეუერთდებიან ქართველი მწერლები, მსახიობები და მუსიკოსები. გადაცემაზე მომუშავე გუნდი გეგმავს, გაეცნოს თბილისის ცოცხალ ახალგაზრდულ კულტურას.

 

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, საქართველო არის მდიდარი მემკვიდრეობისა და უძველესი სამხატვრო ტრადიციების მქონე ქვეყანა, თუმცა ამავე დროს, ის არის ძალიან თანამედროვე. ნიკი ბედი ეცდება, დაადგინოს, რა როლს ასრულებენ ხელოვანები საქართველოსთვის ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში. ნიკის სტუმრები იქნებიან მწერალი დავით გაბუნია, ხელოვანი მარიამ ნატროშვილი, რომელმაც შექმნა მობილური მუზეუმი. ასევე, გადაცემის ჩაწერისას იქნება გასართობი საუბრები და მუსიკალური წარმოდგენა კაია კატასა და მოკუ-მოკუსგან.

 

გადაცემა „ბიბისის“ ეთერში 27 ივლისს გავა.

 

„ხელოვნების საათი მოგზაურობისას“ ყოველთვიური შოუა მსოფლიოს დიდი ქალაქების კულტურის შესახებ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი