logo_geo
საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია „GCA“-ს პასუხობს
- +

20 ივნისი. 2019. 11:57

 

საავტორო უფლებების ასოციაციას (GCA) საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია (GERA) პასუხობს და მოუწოდებს ​„GCA“-ს, ნუ გასცდება ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებს და ბიზნეს ეთიკის ნორმებს.

 

„პირველ რიგში, საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია „GERA“ არ არის რუსეთის მხარდაჭერით შექმნილი კომპანია და „GCA“-სგან მოვითხოვთ, შეწყვიტოს საზოგადოების დეზინფორმირება და რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელება. 

 

რაც შეეხება ხელშეკრულების გაფორმებას „Warner Music“, „Universal“ და „Sony“-სთან, ჩვენი ასოციაცია აქამდეც აღნიშნავდა საჯაროდ, რომ ხელშეკრულებები ამ გიგანტ ლეიბლებთან გაფორმებულია რეგიონალური ქვეყნის მეშვეობით, ამ შემთხვევაში რუსეთის მეშვეობით, რადგან საქართველოში ვერც ერთი კომპანია თუ ფიზიკური პირი ვერ შეძლებს ამ ლიცენზიის მოპოვებას რუსეთის გვერდის ავლით.

 

გაუგებარია „GCA“-ს აღშფოთება და „GERA“-ს ქვეყნის მოღალატეობრივ ქმედებაში გამოვლენის მცდელობა, მაშინ როდესაც, „BRAVO RECODRS“-ს, ვისთანაც „GСA“ თანამშრომლობს, აქამდე ზუსტად „იმ რუსეთის“ მეშვეობით ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება „Warner Music“-სა და „SONY“-სთან. 

 

​მიუხედავად იმისა, რომ „GCA“-ს უკანონო ქმედებების დამადასტურებელი ფაქტები მრავლად არსებობს, ჩვენს კოლეგებს მოვუწოდებთ - ნუ გასცდებიან ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებს და ბიზნეს ეთიკის ნორმებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

„GCA“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც „Warner Music“-ს საკუთარი დაფარვის ტერიტორიებად ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აქვს მოხსენიებული, „MOST“-ის ერთ-ერთ დამფუძნებელი დავით ხუჯაძე ამბობს, რომ ეს არის ეს არის 2013 წლის დოკუმენტი, როდესაც „MOST“ საერთოდ არ არსებობდა.

 

„MOST“-ს „Warner Music“-თან ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 2019 წელს, სადაც დაფარვის ტერიტორიად მოიხსენიება საქართველო და აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ნახსენები საერთოდ არ არის.

 

„ზოგადად, „MOST“-ის მიერ გაფორმებული ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც თავისთავად მოიცავს აფხაზეთსაც და ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც“, - ამბობს დათო ხუჯაძე.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი