logo_geo
დღეს „Tbilisi Open Air“ იწყება
- +

21 ივნისი. 2019. 10:43

 

დღეს „Tbilisi Open Air“ იწყება. თბილისის მერიის განცხადებით, „Tbilisi Open Air“-ზე დამსწრეთათვის მეტროსადგურ „დელისიდან“ უფასო ავტობუსები 21 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ.

 

ავტობუსები 14:00 საათიდან 03:00-საათამდე მეტროსადგურ „დელისიდან“ ლისის ტბის მიმართულებით 10-15 წუთის ინტერვალით გავლენ.

 

„Tbilisi Open Air“ 21, 22 და 23 ივნისს „Lisi Wonderland“-ში გაიმართება.  შემსრულებლებს შორის, რომლებიც თბილისში „Open Air“-ის ფარგლებში ჩამოვლენ, არიან Franz Ferdinand, Unkle და Mogwai. წელს „Tbilisi Open Air“-ის მეათე იუბილეა და საფესტივალო სივრცე ტრადიციულად რამდენიმე სცენას მოიცავს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი