logo_geo
აქციაზე დაშავებულთაგან კლინიკებში 55 პაციენტი რჩება, მათგან 3 მართვით სუნთქვაზე იმყოფება
- +

21 ივნისი. 2019. 18:27

 

 

თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულთაგან კლინიკებში, ამ დროისთვის 55 პაციენტი რჩება. ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, მათგან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სტაციონარში განაგრძობს მკურნალობას 12 სამართალდამცველი.

 

არსებული მონაცემებით, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ რჩება 13 პაციენტი. ამდენივეა მოთავსებული „რეგიონალურ ჰოსპიტალში“. 11 პაციენტს უტარდება სტაციონარული მკურნალობა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში. „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში“ რჩება 6 დაშავებული, ხოლო 4 - „ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრში“. 2-2 პაციენტია მოთავსებული „ამტელ ჰოსპიტალსა“ და „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში“. თითო პაციენტი რჩება „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში“, „ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში“, „ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა“ და „ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“.

 

„წუხელ, თბილისის ცენტრში განვითარებული მოვლენების შედეგად სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით 240 პირის, მათ შორის 80 სამართალდამცველის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. მათგან 185 პაციენტმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.

 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, სხვადასხვა უწყებასთან ერთად, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს და მადლობას უხდის მათ გაწეული სამსახურისთვის. ასევე, ცენტრი პერიოდულად უზრუნველყოფს დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი