logo_geo
საქართველოს საპატრიარქო: კათოლიკოს-პატრიარქი ინტენსიურ პალატაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს
- +

14 თებერვალი. 2017. 01:36



საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობაზე პირველ განცხადებას ავრცელებს. მათ განცხადებაში ასევე საუბარია პატრიარქის მდგომარეობასთან დაკავშირებით:


„წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინტენსიურ პალატაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

 

მისი უწმინდესობის სახელით, მადლობას ვუხდით ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკას და ქირურგს, პროფესორ მარტინ შტრიკს, ასევე სრულიად საქართველოს მოსახლეობას და ყველა გულშემატკივარს გულმხურვალე ლოცვის, გამოჩენილი თანაგრძნობისა და თანადგომისათვის.

 

სავარაუდოდ, პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს.

 

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს, ეს არის ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი. ინფორმაციის არქონის გამო, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ და დაველოდებით გამოძიების შედეგებს",- ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. 


 

big_banner
არქივი