logo_geo
რომელი სკოლებია წელს ყველაზე მოთხოვნადი - განათლების სამინისტროს მონაცემები
- +

26 ივნისი. 2019. 14:58

 

მშობლებს ყოველთვის აინტერესებთ, რომელი სკოლებია ყველაზე პრესტიჟული და მოთხოვნადი. 2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია დასრულდა. საინტერესოა, რომელ სკოლებს მიანიჭეს უპირატესობა რეგისტრაციისას მოსწავლეებმა. გთავაზობთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოწოდებულ მონაცემებს იმ საჯარო და კერძო სკოლების შესახებ, რომლებშიც შვილების ჩარიცხვის სურვილი ყველაზე მეტმა მშობელმა გამოხატა.

 

2019-2020 სასწავლო წლისთვის ყველაზე მოთხოვნადი საჯარო სკოლები, პირველკლასელთა რეგისტრაციის მიხედვით, რომლებშიც ლიმიტი პირველსავე დღეს შეივსო

 

თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა - 200 მოსწავლე

თბილისის №161 საჯარო სკოლა - 200 მოსწავლე

თბილისის №175 საჯარო სკოლა - 192 მოსწავლე

თბილისის №45 საჯარო სკოლა - 150 მოსწავლე

გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა - 150 მოსწავლე

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის №87 საჯარო სკოლა -150 მოსწავლე

თბილისის №108 საჯარო სკოლა - 150 მოსწავლე

თბილისის №117 საჯარო სკოლა - 150 მოსწავლე

რუსთავის №5 საჯარო სკოლა - 150 მოსწავლე

რუსთავის №21 საჯარო სკოლა - 175 მოსწავლე

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლა - 175 მოსწავლე

 

კერძო სკოლები, რომლებშიც 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 50

ან მეტი პირველკლასელი

 

შპს რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი - 119 მოსწავლე

შპს „აიბი - მთიები“ -118 მოსწავლე

შპს თბილისის მწვანე სკოლა - 108 მოსწავლე

შპს სკოლა „ევრო-2000“ - 106 მოსწავლე

შპს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა - 96 მოსწავლე

შპს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა - 92 მოსწავლე

შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლა - 92 მოსწავლე

შპს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა „ნინო“ - 74 მოსწავლე

შპს ქართულ-ავსტრიული სკოლა „ფესვები“ - 73 მოსწავლე

შპს „ქორალი“ - 68 მოსწავლე

 

გთავაზობთ 2018-2019 სასწავლო წლის I სემესტრის მონაცემების მიხედვით 10 საჯარო სკოლას მოსწავლეთა უდიდესი რაოდენობით:

 

თბილისის 161-ე საჯარო სკოლა - 2733 მოსწავლე

თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა - 2616 მოსწავლე

თბილისის 175-ე საჯარო სკოლა - 2482 მოსწავლე

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის 51-ე საჯარო სკოლა - 2441 მოსწავლე

ვახტანგ გზირიშვილის სახელობის თბილისის 173-ე საჯარო სკოლა - 2197 მოსწავლე

თბილისის კლასიკური გიმნაზია - 2185 მოსწავლე

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის პირველი საჯარო სკოლა - 2151 მოსწავლე

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა - 2028 მოსწავლე

თბილისის 147-ე საჯარო სკოლა - 1985 მოსწავლე

თბილისის 94-ე საჯარო სკოლა - 1939 მოსწავლე

 

10 კერძო სკოლა მოსწავლეთა უდიდესი რაოდენობით

 

შპს თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“ -1359 მოსწავლე

შპს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა - 1285 მოსწავლე

შპს „აიბი - მთიები“ - 1241 მოსწავლე

შპს „ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ - 1223 მოსწავლე

შპს რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი -1210 მოსწავლე

შპს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა - 1013 მოსწავლე

შპს თბილისის მწვანე სკოლა - 966 მოსწავლე

შპს სკოლა „ევრო-2000“ - 910 მოსწავლე

შპს - ნუნუ ბეიტრიშვილი „პრომეთე“ - 848 მოსწავლე

შპს აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილის სახელობის საშუალო სკოლა „იმედი“ - 847 მოსწავლე

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლებში კერძო სკოლებზე მოთხოვნა იზრდება. თუ 2016-2017 სასწავლო წელს მოსწავლეების რიცხვი 55841 იყო, 2017-2018 სასწავლო წლებში 57143, 2018-2019 სასწავლო წელს კი მათი რიცხვი 60416-მდე გაიზარდა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი