logo_geo
ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა
- +

27 ივნისი. 2019. 10:49

 

ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა. ესტონეთის დედაქალაქიდან ჩამოფრენილ პირველ მგზავრებს ბათუმის აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე დახვდა. მგზავრებისთვის აეროპორტში ფოლკლორული შოუ და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

 

ჩარტერული რეისით ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 90%-იც რეგიონში ერთი კვირით გეგმავს დარჩენას და მოგზაურობას. ავიაკომპანია „Smartlynx Airlines“-ის ჩარტერები ტალინიდან კვირაში ერთხელ, „Airbus A320“ საჰაერო ხომალდით შესრულდება.

 

„ესტონეთი აჭარისთვის ახალი ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება ბოლო წლებია ხორციელდება. შესაბამისად, მზარდია აჭარაში ესტონელი მოგზაურების რაოდენობაც, რაც რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის ხუთი თვის მონაცემებზე დაყრდნობით 59%-იან მატებას ითვალისწინებს“,- აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

 

ტალინთან ერთად ჩარტერული ფრენები წელს ასევე ინიშნება ვილნიუსიდან.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი