logo_geo
ლეღვის ფოთლის ნახარშის გამოყენების გამო 21 წლის გოგონას სხეულის 25%-იანი დამწვრობა აქვს
- +

27 ივნისი. 2019. 12:03

 

 

დამწვრობის ცენტრში 21 წლის გოგო ლეღვის ნახარშის გამოყენების შედეგად მიღებული ქიმიური დამწვრობის გამო მკურნალობს. მას სხეულის 20-25 პროცენტი აქვს დამწვარი. დაზიანებულია ძირითადად ქვედა კიდურები.

 

დამწვრობის ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის თქმით, სამწუხაროდ, წელსაც დაფიქსირდა ლეღვის ნახარშის გამოყენების შემთხვევა. გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ გოგონა კლინიკაში მდგომარეობის გაუარესების გამო გამთენიისას შეიყვანეს და დამწვრობა იმდენად სერიოზულია, რომ სრულ რეაბილიტაციას ორი კვირა დასჭირდება.

 

დამწვრობის ცენტრში მზისგან მიღებული დამწვრობის გამო 7 პაციენტი მკურნალობს, მათ შორისაა 5 წლის ბავშვი. პაციენტების ნაწილს დამწვრობის გარდა გადახურება აღენიშნებათ.

 

ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ გამოიყენონ ლეღვის ნახარში. ასევე ურჩევენ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში თავი შეიკავონ ხანგრძლივად მზეზე ყოფნისგან და გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი