logo_geo
მკვლევარებმა კიბოს უჯრედების განადგურების ახალი მეთოდი შექმნეს
- +

27 ივნისი. 2019. 19:32

 

 

ორეგონის შტატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კიბოს უჯრედების განადგურების ახალი მეთოდი შექმნეს. როგორც Phys.org-ზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, ახალი მეთოდი კიბოსთან მაგნიტური ნანონაწილაკებს საშუალებით ბრძოლას ითვალისწინებს.

 

ნანონაწილაკები სიმსივნეში შეჰყავთ, რის შემდეგაც მათზე მოქმედებას ცვლადი მაგნიტური ველი იწყებს. ამის შედეგად ნანონაწილაკების ტემპერატურა 38 გრადუსს აჭარბებს, კიბოს უჯრედები კი კვდება.

 

თუმცა ავთვისებიანი სიმსივნის ზოგიერთი ტიპის, მაგალითად პროსტატის ან საკვერცხის კიბოს შემთხვევაში პირდაპირი ინიექცია შეუძლებელია, რის გამოც ნანონაწილაკები ვენაში ან მუცლის ღრუში შეჰყავთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი