logo_geo
რატომ იწირება რუსთავის აზოტის ქარხანა
- +

14 თებერვალი. 2017. 14:02


რუსთავის აზოტის უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლებმა დედაქალაქამდე მოაღწიეს და უკვე თბილისი გახდა მათი მასობრივი საპროტესტო აქციების ჩატარების ადგილი.  ძნელი დასაჯერებელია, რომ სულ რაღაც ნახევარი წლის წინ „რუსთავის აზოტი" სტაბილურად მოქმედი საწარმო იყო, რომლის განვითარებაშიც ინვესტიციების ჩადებას აპირებდა საქართველოს მთავრობაც და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც. მაგრამ მესაკუთრის შეცვლამ და მისმა მოუქნელმა ქმედებებმა გამოიწვის ის, რომ დღეს ქარხანა გაჩერების საშიშროებისს წინაშე დგას.


ქიმიური კომბინატის სამასზე მეტმა, გაფრთხილების გარეშე გათვისუფლებულმა თანამშრომელმა მარშით ჩაიარა რუსთაველის პროსპექტზე.  ისინი სკანდირებდნენ: „მშრომელთა სოლიდარობა", "ჩვენ სოლიდარულნი ვართ", „თავისუფლება". მასობრივი მსვლელობა დამთავრდა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ბანკის ოფისის წინ, რომელსაც „რუსთავის აზოტის" თანამშრომლები თავიანთ პრობლემებში ადანაშაულებენ.


ეს არ არის პირველი მცდელობა, როცა გათავისუფლებული თანამშრომლები ცდილობენ თავიანთი ქარხნის პრობლემებისადმი საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობას. დემონსტრანტებს მიემხრნენ პროფკავშირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები.


„საქართველოს პროფკავშირები", შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად აწარმოებენ მოლაპარაკებას ქარხნის მფლობელებთან, 26 იანვარს გათავისუფლებული, 350 მუშა-მოსამსახურის სამუშაოზე აღდგენის თაობაზე", - განაცხადა გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა ალექსანდრიამ.


მისი თქმით, ხალხი უკანონოდ გაათვისუფლეს, რადგან შრომის კოდექსის თანახმად, თანამშრომელი წინასწარ, წერილობით უნდა იქნას გაფრთხილებული კონტრაქტის გაუქმების თაობაზე.


„მაგრამ „რუსთავის აზოტში" თანამშრომლების სამუშაოზე მივიდნენ და მათი საშვები უბრალოდ გაუქმებული აღმოჩნდა. ადამიანები ამ საწარმოში მუშაობდნენ 30-40 წლის განმავლობაში. მათ შექმნეს ეს საწარმო და მათ უსამართლოდ მოექცნენ, - განაცხადა ალექსანდრიამ.

 

„ამჟამად ქარხანაში შიშის ატმოსფეროა გამეფებული. მას შემდეგ, რაც 350 ადამიანი გაათავისუფლეს, დანარჩენებს შესთავაზეს მოკლევადიანი, ერთთვიან კონტრაქტებზე (ხელშეკრულება) ხელმოწერა. ხალხს იმის საშუალებაც კი არ მისცეს, რომ დეტალურად გაცნობოდნენ კონტრაქტის (ხელშეკრულების) შინაარსს. ჩვენ გვეგონა, რომ ერთთვიანი კონტრაქტების პრაქტიკა შორეულ წარსულში დარჩა, მით უმეტეს, რომ ერთთვიანი კონტრაქტით მუშაობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით", - აღნიშნა ალექსანდრიამ.



სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების მონაყოლიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქიმკომბინატში თვითნებობა და ანარქიაა გამეფებული. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ქართული კანონები ახალ ადმინისტრაციაზე არ ვრცელდება.

 

„აზოტში" ვმუშაობ 24 წლის ასაკიდან მოყოლებული, უკვე 27 წელია. უბრალოდ სამსახურში მოვედი და აღმოჩნდა, რომ ჩემი საშვი ანულირებულია. განა შეიძლება ასე მოექცე ადამიანებს? კიდევ 4 ადამიანი მოხსნეს, რომლებიც სამედიცინო პუნქტში მუშაობდნენ. გაათავისუფლეს მთელი კანცელარია. გაათვისუფლეს ქიმიკოსი-სპეციალისტები, რომლებზედაც წარმოება იდგა", -  ამბობს ქარხნის სამედიცინო პუნქტის თანამშრომელი.


როგორ კონტრასტულად გამოიყურება დღევანდელ განუკითხაობასთნ მიმართებაში შერშანდელი წლის ზაფხული-შემოდგომის დროინდელი სიახლეები „რუსთვის აზოტის" შესახებ. 2016 წლის აგვისტოში  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაგვპირდა, რომ საწარმოში ჩაიდებოდა 50  მილიონი დოლარის ინვესტიცია, ხოლო, სახელმწიფო აქტივების მმართველი კომპანია - საპარტნიორო ფონდი „აზოტის" პარტნიორი გახდება.

 

„ინვესტიციების შედეგად შეიქმნება 500 ახალი სამუშაო ადგილი რუსთავის მცხოვრებლებისთვის. ქარხანას შესაძლებლობა მიეცემა გამოუშვას კონკურენტუნარიანი პროდუქცია არა მარტო საქართველოს ბაზრისთვის, არამედ საექსპორტოდაც - და ეს მხოლოდ დასაწყისია. მე მჯერა, რომ რუსთავი შეძლებს დაიბრუნოს ინდუსტრიული ცენტრის ფუნქცია", - განაცხადა მაშინ პრემიერ-მინისტრმა.


თავის მხრივ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა კომბინატისთვის მოამზადა 155 მილიონი დოლარის მოცულობის კრედიტი, რომელიც უნდა წასულიყო მოდერნიზაციაზე, წარმოების გაფართოებასა და სიმძლავრეების გაზრდაზე.


ინვესტორების ოპტიმიზმი იოლი ასახსნელია - იმ მომენტისათვის „რუსთავის აზოტი"  აზოტოვანი სასუქების უმსხვილების მწარმოებელი იყო სამხრეთ კავკასიაში, ხოლო მისი პროდუქცია გადიოდა ექსპორტზე მსოფლიოს 23 ქვეყანაში. ყოველწლიურად კომბინატი აწარმოებდა 500 000 ტონა გვარჯილას, რაც მისი მსოფლიო წარმოების 1 %-ს შეადგენს. ასევე, აზოტში უშვებდნენ ამინიუმის სულფატს, თხევად ამიაკს და ამიაკის წყალსს, აზოტის მჟავას, ნატრიუმის ციანიდს, შაბიამანს და ჟანგბადს.


ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც 2016 წლის სექტემბერში კომბინატის მფლობელი გახდა ს.ს. EU Investment. „რუსთვის აზოტის" თანამშრომლები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს კომპანია „საქართველოს ბანკთან" არის დაკავშირებული. გაჩნდა ხელფასების გაცემასთან  დაკავშირებული პრობლემები, დაიწყო უცაბედი გათავისუფლებები. კერძოდ, როგორც კომბინატის თანამშრომელი, გიორგი აბჟანდაძე ამბობს, ახალი ინვესტორის - საქართველოს ბანკის მიერ პირველი 350 ადამინის გათავისუფლების შემდეგ  „რუსთვის აზოტში" მოსალოდნელია  კიდევ დაახლოებით 1000 მუშაკის გათავისუფლება.


„ჩვენ მოვითხოვთ „საქართველსო ბანკისგან" პასუხს შეკითხვაზე, თუ რას უპირებენ ქარხანას და რატომ სურთ მისი გაჩერება", - ამბობს ლევან ლორთქიფანიძე, „აუდიტორია 115" -ის წარმომადგენელი, რომელიც ასევე მხარს უჭერს ქიმიკოსთა საპროტესტო გამოსვლებს.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი