logo_geo
სასმელი წყლის მოთხოვნით სოფელ ანაგაში აქცია გაიმართა
- +

29 ივნისი. 2019. 10:35

 

სასმელი წყლის მოთხოვნით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, ორ თვეზე მეტია ათობით ოჯახი სასმელი წლის გარეშეა დარჩენილი, რის გამოც მათ წყლის აღება მეზობელი სოფლიდან უწევთ.

 

აქციის მონაწილეების თქმით, ამის მიზეზი ზოგიერთი ოჯახის მიერ სამელიორაციო სისტემაზე უკანონო მიერთებებია, რამაც სოფელში წყლის დეფიციტი გამოიწვია.

 

მოსახლეობას შეხვდა სიღნაღის ვიცე-მერი. მადონა ბატიაშვილის განმარტებით, მერიის შესაბამისი სამსახური ვითარებას ადგილზე შეისწავლის და პრობლემას მოაგვარებს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი