logo_geo
BBC-ის რუსული გამოცემა: ქართველების პროტესტი სულ უფრო კრეატიული ხდება
- +

29 ივნისი. 2019. 17:53

 

 

BBC-ის რუსულმა გამოცემამ საქართველოში, კერძოდ კი, თბილისში, ბოლო კვირის განმავლობაში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით არაერთი სტატია და სიუჟეტი მოამზადა. ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი კი, რომელიც თბილისში მიმდინარე პუტინის საწინააღმდეგო და ანტისაოკუპაციო აქციებს ეძღვნება, საუბარია ქართველების კრეატიულობაზე, თუ როგორ გამოხატავენ ისინი ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ პროტესტს.

 

ვიდეოში არის ინფორმაცია იმ კაფე-ბარებისა და რესტორნების შესახებ, რომლებიც რუს ტურისტებს 20%-ით მეტს ან ნაკლებს ახდევინებენ, თუ იტყვიან, რომ რუსეთი ოკუპანტია და არ ეთანხმებიან პუტინის პოლიტიკას.

 

ვიდეოში ასევე მოხვდა ვებგვერდი, სადაც პუტინისთვის „სახეში შემოლაწუნებაა“ შესაძლებელი.

 

როგორც BBC-ის რუსული გამოცემა წერს, ქართველების პროტესტი სულ უფრო კრეატიული ხდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი